საქართველოს არტილერიის დღე 

12:21, 15.03.2026

საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა. არტილერიის დღეს, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საარტილერიო ბრიგადებმა კი სამხედროების ოჯახის წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. სტუმრებს ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ.

მსგავსი