იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტები რვა მლნ-მდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, არსებული მგზავრთა ნაკადის რაოდენობას 14%-ით აღემატება. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო, როგორც მგზავრთა ნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. აღნიშნულ პერიოდში, რეგულარული რეისების რაოდენობამ 27 ათასამდე ავიარეისი შეადგინა, ჩარტერული ფრენების რაოდენობამ კი – 8 ათასზე მეტი. ჯამურად, 11 თვეში შესრულებული ავიარეისების მოცულობა 18%-ით აღემატება, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას.