საქართველოს ადაპტირებული ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე #ტაიმაუტი

20:01, 18.09.2026

საქართველოს ადაპტირებული ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჩემპიონატი 26-27 სექტემბერს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ევროპის ჩემპიონატის ტატამზე 7 ქართველი სპორტსმენი გამოვა.

• ნინო ჭანტურიძე

• ნინო უშიკიშვილი

• გიორგი კახნიაშვილი

• გიორგი ბარბაქაძე

• იოანე გელაშვილი

• გაბრიელ გიორგაძე

• გიორგი ჭოჭუა

ქართველი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის იბრძოლებენ და საერთაშორისო ტურნირზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

ავტორები – მარიამ ქუმსიაშვილი, კოტიკო ნინუა, ვასკა კირთაძე

მსგავსი