საქართველოს 6-7 აგვისტოს მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე თბილისს მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. 6-7 აგვისტოს, თბილისში პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ჩამოვლენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.
ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნასა და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლებასთან.