საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია! პოლონეთის ქალაქ გროდზისკში გამართულ ტურნირზე უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მეოთხედფინალში ჰოლანდიას 69:12 მოუგეს, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 აჯობეს.

ფინალში ზედიზედ მეოთხედ, საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა, რომელთანაც წინა სამი ფინალი წააგო. ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა ფინალი კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში ძლიერ მეტოქესთან 5:3 დაწინაურდა.

ფრანგებმა მეორე ნახევარში მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ მატჩის მიწურულს ლაშა ლომიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა 8:3. საბოლოოდ, საქართველომ  ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა.