საქართველომ ურუგვაი დაამარცხა

საქართველომ ურუგვაი დაამარცხა. იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა. ამჯერად ბორჯღალოსანთა მეტოქე ურუგვაის ნაკრები იყო. ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა მატჩის მერვე წუთზე გახსნეს, როდესაც ბურთი ურუგვაელთა ჩათვლის მოედანზე ალექსანდრე თოდუამ დაამიწა. ამის შემდეგ, მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარი გახდა, თუმცა 30-ე წუთზე ქართველებმა ისევ მოახერხეს ლელოს დადება, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და ანგარიში 12-0 გახდა ქართველთა სასარგებლოდ. თუმცა, 33-ე წუთზე ურუგვაელებმაც მოახერხეს ჩვენს ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწება და ანგარიში ისევ 5 ქულამდე შემცირდა – 12-7.საბოლოო ჯამში ანგარიში 33-7 გახდა. საქართველომ ხუთი ქულა მოაგროვა და D ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.