იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველ მატჩამდე ორ საათზე ნაკლები რჩება.
მილტონ ჰეიგის გუნდი ქალაქ ტოიოტას სტადიონზე უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნებისა და უელსის შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მანამდე კი ჩვენს ეთერში 13:30 საათიდან წინასარაგბო გადაცემის ნახვა შეგეძლებათ.