საქართველო ვალიადოლიდის ფესტივალზე

საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი ესპანეთში, სადაც ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადებიან.

ესპანეთში ცნობილი და დამწყები რეჟისორების 20-ზე მეტი ქართული ფილმი გაიგზავნა. მთავარ საკონკურსო პროგრამაში კი ლევან აკიმის ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ნამუშევრებს ორი ქართველი კინორეჟისორიც შეაფასებს. ჟიურიში ქეთი მაჭავარიანი და ნუცა ალექსი-მესხიშვილიც არიან.

დაგეგმილია ქართული კინოს შესახებ ორენოვანი წიგნის გამოცემაც.