საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა
ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ინვესტიციები და ტურიზმი – ამ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას დაეთმო.
საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა. განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს მიაღწიოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარებაზე. უზბეკურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროცესში ჩაერთოს. ასევე საწარმოო სიმძლავრეები საქართველოში გადმოიტანოს და წარმოებული პროდუქცია დასავლურ ბაზრებზე საქართველოდან გაიტანოს. თავის მხრივ ქართულმა მხარემ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და დააფიქსირა მზადყოფნა, გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი. დაანონსდა პირდაპირი ავიამიმოსვლის გააქტიურებაც, რამაც ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადები უნდა გაზარდოს.
მარიამ აფციაური დეტალებით.