საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა
საქართველო-უზბეკეთის თანამშრომლობის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა წინანდალში. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გაზრდა.
სხდომის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება. აქცენტი გაკეთდა შუადერეფანში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის დამატებითი გამტარუნარიანობის მიმართულებით საქართველოს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაზე. სატრანსპორტო, გადაზიდვებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.