საქართველო-უკრაინა პირველ არხზე

18:37, 27.11.2025

ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფიბას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას დღეს დაიწყებს. „თბილისი არენაზე“ საკვალიფიკაციო ციკლის ფარგლებში საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება. A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები უკრაინის ნაკრების გარდა, ესპანეთი და დანია არიან. თბილისური მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელები 30 ნოემბერს ესპანეთში ჩაატარებენ შეხვედრას.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი