საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა

18:32, 09.09.2026

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს, ხელის ტრაქტორები გადაეცათ. ვეტერან ფერმერებს, სულ, 20 ხელის ტრაქტორი გადაეცათ. ვეტერანებმა აღნიშნეს, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიღება, მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელის ტრაქტორები, საკუთარი მეურნეობების განვითარებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში დაეხმარებათ.  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში, ვეტერანთა მხარდაჭერის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, 2022 წელს ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცა, ასევე – 2025 წელს, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა გადასცეს.

მსგავსი