საქართველო-თურქეთის შეხვედრას თბილისში მყოფი გულშემატკივრები მიხეილ მესხის სტადიონზე ადევნებდნენ თვალს
საქართველო-თურქეთის შეხვედრას თბილისში მყოფი გულშემატკივრები მიხეილ მესხის სტადიონზე ადევნებდნენ თვალს. დამონტაჟებული იყო ექვსი დიდი მონიტორი. შეკრებილი იყო დაახლოებით 15 ათასამდე ქომაგი. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ნაკრების ყველა თამაშის ყურებაა შესაძლებელი. დიდი ეკრანი დამონტაჟებული იყო თბილისის სხვადასხვა ადგილზე. მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოსა და დედაენის სკვერში.