საქართველო-თურქეთის ერთობლივი წვრთნები

15:17, 08.11.2025

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ ტერიტორიაზე „საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა – 2025“ ჩატარდა. მიზანი სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება იყო. წვრთნის სცენარი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა.

მსგავსი