საქართველო - შოტლანდია 10:44

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, „დინამო არენაზე“, შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 10:44 დამარცხდა. თამაში სტუმრების აქტიურობით დაიწყო და პირველი ტაიმი 3-23 მოიგეს. ჩვენს გუნდს ქულები სოსო მათიაშვილმა, საჯარიმო დარტყმით მოუტანა.

მეორე ტაიმში, მატჩის 58-ე წუთზე, მასპინძლებმა თავიანთი ერთადერთი ლელო დადეს. შოტლანდიელებმა კიდევ სამი ლელოს დადება მოახერხეს და საბოლოოდ 10-44 დაგვამარცხეს. მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, კიდევ ერთ ტესტმატჩს ისევ შოტლანდიასთან სტუმრად გამართავს.