საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

21:59, 25.04.2025

ქართული სტენდი ყაზახეთში.

ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ალმათის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მონაწილეებს აცნობენ. ღონისძიებაზე 60-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. ტურისტულ ტურებზე, კურორტებზე, შესაბამის ინფრასტრუქტურასა და ღირსშესანიშნაობებზე ინფორმაციის მიწოდების პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ქართული მხარე ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას ელოდება.

მსგავსი