საქართველო-პორტუგალია – მზადება მატჩისთვის

12:28, 29.11.2026

ათენში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს საკუთარ გულშემატკივარს უმასპინძლებს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ორი დღის წინ საბერძნეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 92 : 88 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პორტუგალიასთან შეხვედრისთვის, მთავარ მწვრთნელს შემადგენლობა არ შეუცვლია — მოედანზე კვლავ ის 12 კალათბურთელი გამოვა, რომლებმაც საბერძნეთი დაამარცხეს. ახლა ქართველებს კიდევ ერთი რთული გამოცდა ელით – პორტუგალიასთან წარმატება საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატთან კიდევ უფრო დააახლოებს.

მატჩი 19:15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი