საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსში დაწინაურდა

„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“, ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. აღნიშნული მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. საქართველოს ევროპის იმ 20 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც „ელექტორალური დემოკრატიაა“.  ეს ქვეყნებია: საქართველო, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, რუმინეთი და სლოვაკეთი. ამასთან, საქართველომ ლიბერალური დემოკრატიის დონით გაასწრო ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ ექვს სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს. საქართველო, 2012 წლის შემდეგ, ლიბერალური დემოკრატიის შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში 11-ე ადგილზეა. პროექტს უძღვება ხუთი მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.