საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, 2026/2027 წლებში მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს უხელმძღვანელებს.
გადაწყვეტილება, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იქნა მიღებული, რომელიც ვაშინგტონში 12-16 მაისს გაიმართა. პრეზიდენტობის პერიოდში სააგენტო ხელმძღვანელობას გაუწევს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, დღის წესრიგის შესაბამისად გაწერილი განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესს, მომხმარებლის უფლებების დაცვის გლობალური სტანდარტების განმტკიცება/გაუმჯობესებას და წევრი ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
საერთაშორისო ქსელი 90-მდე ქვეყანას აერთიანებს.