საქართველო – ლუქსემბურგი პირველ არხზე!
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. დღეს „დინამო არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალური მატჩი ლუქსემბურგის წინააღმდეგ გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩვენი გუნდი 26 მარტს, ევრო-2024-ის საგზურისთვის პლეიოფის ფინალში, საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს კვლავ თბილისში დაუპირისპირდება.