საქართველო-ლუქსემბურგი პირველ არხზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს „დინამო არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალური მატჩი ლუქსემბურგის წინააღმდეგ გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი 26 მარტს ევრო 2024-ის საგზურისთვის პლეიოფის ფინალში, საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს კვლავ თბილისში დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას „დინამო არენიდან“ პირველი არხი შემოგთავაზებთ. ამასთან, მატჩის ნახვა გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე, დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება.

ადგილზე ახლა ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ნინო გაბელია დეტალებით.