საქართველო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე

„ჩვენი ეროვნულობა, ერთგულება – ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასევე, პრემიერის განცხადებით – იყო პროევროპული, არ ნიშნავს ანტიქართულს. საქართველოს ისტორია, კულტურა და იდენტობა კი – ყოველმხრივ ევროპულია. ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები. კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, გასულ წლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურის გაწეული სამუშაო აღნიშნა და თქვა, რომ ქვეყანას უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოუტანა.