საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

ევროკავშირის გაფართოების საკითხი იყო დისკუსიის მთავარი თემა ესპანეთში მიმდინარე არაფორმალურ მინისტერიალზე.

ქალაქ მურსიაში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა გაფართოებისთვის ევროკავშირის მომზადების გეგმა განიხილეს. არაფორმალურ შეხვედრაზე იმსჯელეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებზეც და მათ მხარდაჭერაზე. ევროკავშირის სწრაფი ინტეგრაციის პაკეტი სხვა ქვეყნებთან ერთად მოიცავს საქართველოსაც. ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ გატარებული რეფორმების და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.