საქართველო ისრაელის ტურისტულ გამოფენაში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ღონისძიება ოფიციალურად ისრაელის პრეზიდენტმა გახსნა. ჩვენი ქვეყანა ექსპოზიციაზე 12 თანამონაწილე კომპანიასთან ერთად არის წარმოდგენილი. სტუმრებს სტენდზე განთავსებული მონიტორის დახმარებით საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ.

გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.