მატჩის წინა ვარჯიში ისრაელთან დაპირისპირებამდე – საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალინდელი თამაშისთვის ემზადება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ნაკრების შემადგენლობაზე და სამზადისზე ისაუბრეს. საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.