საქართველო - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა

ევროსაბჭოს თავმჯდომარის სტატუსის გადაბარების შემდეგ საქართველოს დელეგაცია იმ გეგმებზე საუბრობს, რომლებსაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ორგანიზაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

სამოქმედო გეგმა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო. უკვე ხვალ კი დავით ზალკალიანს ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტი მოუსმენს. წევრი ქვეყნების ინტერესების თანაბრად დაცვა, ოთხ პრიორიტეტულ სფეროზე მუშაობა და ევროსაბჭოს დღის წესრიგში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების და გამოწვევების, მათ შორის ოკუპაციის თემის შენარჩუნება, – ასეთია საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში ქართული მხარის სამოქმედო გეგმა.

რა გამოხმაურება მოჰყვა ახალი სტატუსის მიღებას, – სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს საუბარს სტრასბურგიდან.