საქართველო - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა

2019 წლის 27 ნოემბრიდან, 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. სტატუსის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია, სტრასბურგში ხვალ გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშანელი გადასცემს.