„დინამო არენადან“ ფეხბურთელებმაც და გულშემატკივრებმაც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც მონიტორები იყო დამონტაჟებული. ქომაგები ერთად ადევნებდნენ მატჩის მიმდინარეობას თვალს. გამარჯვების შემდეგ კი მათთან ნაკრების წევრებიც მივიდნენ. პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველამ ერთად იზეიმა.
ნაკრების წევრებმა სცენიდან გულშემატკივრებს მიმართეს. ქართველმა ფეხბურთელებმა და ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ერთად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. მიულოცეს დაბადების დღე ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს და მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და ნდობისთვის ქომაგებს.