საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად დაემშვიდობა

მადლობა საქართველოს ნაკრებს ღირსეული ასპარეზობისთვის, თითოეული წამისთვის და სიხარულისთვის, რომელიც მთელ საქართველოს მოუტანა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები „ევრო 2024“-ს დაემშვიდობა. თუმცა, დებიუტანტმა გუნდმა სპორტული სამყაროს განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა და საერთაშორისო მედია აალაპარაკა. გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონატის ფავორიტმა ესპანეთმა 4-1 მოიგო. საქართველოს ნაკრები პირველი აღმოჩნდა, ვინც „ევრო 2024“-ზე ესპანელებს გოლი გაუტანა.

საქართველოს ისტორიული შედეგი და ახალი სიტყვა ქართულ ფეხბურთში – რეპორტაჟი გერმანიიდან.