„საქართველო, ევროპა“

რა საერთოა ქართულ და ევროპულ კულტურას შორის. მსგავსების საპოვნელად ევროპელი მკვლევარები ქართველ კოლეგებთან ერთად სპეციალურ კვლევებს იწყებენ. ეს იქნება ნაწილი იმ ახალი პროექტის, რომელიც დღეს მთავრობამ დააანონსა.

„საქართველო, ევროპა,“-ასე ერქმევა პროექტს, რომლის ფარგლებში წლის განმავლობაში რამდენიმე კულტურული ღონისძიება ჩატარდება.

დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში მომუშავე ევროპელი ხელოვანების ვიზიტებიც. იდეის ავტორებს სურთ, რომ პროექტით საქართველოს, როგორც ევროპის კულტურული სივრცის ნაწილის, უკეთ წარმოჩენა მოხდეს.