საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როგორ აფასებს ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების ხარისხს.

მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვარაუდობენ, რომ ქვეყანა აუცილებლად მიიღებს სტატუსს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს დამსახურებაზე დამყარებული გადაწყვეტილება იქნება. განსხვავაებულია ოპოზიციის წევრების მოსაზრებები. ხელისუფლების ოპონენეტები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების დიდი ნაწილი მიზანმიმართულად არ შეასრულა, ქვეყანა კი სტატუსს გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მიიღებს.