საქართველო-ევროკავშირის გადადებული დიალოგი

რა მიზეზით გადაიდო ადამიანის უფლებათა საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგი – 21 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრის  გადავადებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მაშინ, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს, ოფიციალური თბილისი განმარტებებს ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან მოითხოვს. ორმაგი სტანდარტები და არგუმენტების არ არსებობა, მმართველი გუნდის შეფასებით, ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიმართ არსებულ პრეტენზიებსა და კრიტიკაზე, არგუმენტირებული პასუხების მოსმენა არ ისურვა. ამ დრომდე, კონრეტულ მიზეზს არ ასახელებს ევროკავშირის ხელმძღვანელობა. თუმცა, ცალკეული მედია საშუალებებისა და ოპოზიციის ინფორმაციით, დიალოგის ჩაშლა, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებული მოადგილის ყოფნამ გამოიწვია. ეს კიდევ ერთი გარემოებაა, რაც მმართველი გუნდის მწვავე რეაქციის მიზეზი ხდება. „ქართული ოცნება“ ბრიუსელს ძებნილ ყოფილ მაღალჩინოსანთან შეხვედრებს ახსენებს.