საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე შედიან.

დეტალებს ბრიუსელიდან ანა ბროლაძისგან გავიგებთ.