საქართველო-ესპანეთის თამაშზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყო – საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს მათი შეძენა უეფა-ს პორტალზე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, ნაკრებმა ორი დღის წინ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალია 2:0 დაამარცხა. შესაბამისად, მათ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში გავიდნენ. 30 ივნისს მატჩი საქართველო-ესპანეთს შორის გაიმართება.