საქართველო დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე
„ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე – ევროპის უსაფრთხოების ახალი თაღი“ – ამ სახელწოდების თემატური დისკუსია დაიწყო დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
სიტყვით საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა. „გეოპოლიტიკური კითხვაა, რა გვინდა მომავალში, შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ, თუ დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ, ამაზე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, მიღწეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკურ განვითარებაში, საქმე როდესაც ეხება ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყანამ თავი საკმაოდ მაღალ პოზიციებზე დააყენა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი პირისპირ დისკუსიებსაც მართავს.