საქართველო- ჩინეთის თანამშრომლობა

„ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში.

მთავარი თემები ჩინეთის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მოდელი,  სოციალური დაცვის საკითხები, ჩინეთის საპენსიო რეფორმა და ასევე, სიღარიბესთან ბრძოლა იყო.

ღონისძიებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორიც ესწრებოდა. დავით საგანელიძის თქმით ბოლო პერიოდში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ძალიან გაღრმავდა, მსგავსი ტიპის კონფერენციები კი, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეგობრობას.