საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა – შეხვედრა „შერატონში“

15:32, 31.01.2025

„საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა“ – ამ სახელწოდებით პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატორი საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციაა.

ღონისძიება ქართულ და ჩინურ ბიზნესორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. „საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა“ წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნესკავშირების გაძლიერებას, ინოვაციური პროექტების განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებას. პრეზენტაციას ბიზნესწრეების წარმომადგენლები – ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებიდან, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მედიცინის, წარმოების, მშენებლობის, ვაჭრობის, მენეჯმენტის, სერვისებისა და ტურიზმის ინდუსტრიებიდან დაესწრნენ.

 

მსგავსი