შანხაის გამოფენა

12:25, 16.11.2026

საქათველომ შანხაიში ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი იყო 19 ქართული კომპანია, გაიმართა დეგუსტაციები. ისაუბრეს ქვევრის ღვინის ისტორიის, კულტურისა და ტექნოლოგიის შესახებ. გამოფენას 100 000-მდე ვიზიტორი ესწრება. მსგავსი გამოფენები ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, მოიძიონ საქმიანი პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია.

მსგავსი