საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობა

18:40, 16.10.2026

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი, ტაილანდში, ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობა,  ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ფინანსური ბაზრების განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და იუანის წილის ეტაპობრივ ზრდას საქართველოს სავალუტო რეზერვებში.

მსგავსი