საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა ხვალ დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება – ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინრეჟიმში იქნება შესაძლებელი და მის რეალიზაციას tkt.ge უზრუნველყოფს. ბილეთების ფასი – 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩით დაიწყებს საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B1 ჯგუფის თამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

https://tkt.ge/

მოამბე