საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიასთან უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის ემზადება. უეფა-ს ოცდაერთწლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველოს სამი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მასპინძლობს. პირველ ტურში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, „დინამო არენა“ ახალი საფეხბურთო დღესასწაულისთვის და რეკორდული დასწრებისთვის ემზადება.
რა ვითარებაა „დინამო არენასთან“ და როგორი განწყობა აქვს ქართველ ქომაგს, ამას ლევან ღუდუშაური გვეტყვის, რომელიც საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.