საქართველო აზიის ტექნოლოგიურ ფორუმზე
სინგაპურში აზიის ტექნოლოგიური ფორუმზე – SWITCH – საქართველო საკუთარი პავილიონით StartUP in Georgia პირველად წარსდგა. ფორუმის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წარმომადგენლები, სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ტან კიან ჰოუს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების, ინოვაციური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.