საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმი 

18:25, 26.02.2026

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა წინანდალში.

სამმხრივი ფორმატის ღონისძიება 2012 წლიდან, წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. აღინიშნა, რომ ეს არის ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა, სამი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობაა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ეკონომიკური განვითარების დინამიკის, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების, ასევე არსებული ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. განიხილეს სამი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობა, მათ შორის მსხვილ პროექტებში. გაიმართა პანელური სესია ბიზნეს წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე B2B შეხვედრები. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თურქეთისა და აზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციებმა. სამივე ქვეყნის 400-მდე დელეგატი, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

მსგავსი