საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს-ფორუმი
ეკონომიკის რომელ სექტორებშია სამ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთოების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა – სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გზებზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებმა კახეთში, უკვე ტრადიციად ქცეული სამმხრივი ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს. სამი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე გაკეთდა. პარალელურად სამივე ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა. ახალი ბიზნეს-კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს ჰქონდა.