როგორ შეიძლება შეიცვალოს დონალ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერდა. ახლა არსებულ მოლოდინზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ტრამპის გაცხადებულ პოლიტიკასთან მათი პოლიტიკა თანხვედრაშია და შესაბამისად მოლოდინიც პოზიტიური აქვთ. განსხვავებულია ოპოზიციის მოლოდინი. „ქართული ოცნების“ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დამოკიდებულება ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით იგივე იქნება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც რიგ ქართველ თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესა.