საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ეკონომიკური რეფორმების პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის რეგულაციის დახვეწა და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფა – ამ საკითხებზე იმსჯელეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზებზეც ისაუბრეს.  სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ქართული მხარიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი ესწრებოდა.