საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დაზიანების მცდელობა
კვლავ შეფასებების თემაა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ფონზე, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ამ კონტაქტების განახლებისთვის ხელშეშლის მცდელობა. „ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება, თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან“, – ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიებს, რომელთა თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც ოდესღაც აშშ-ის ძლიერი მოკავშირე იყო, ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“.