საქართველო აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში

აშშ-ის მთავრობა იმ პროგრამების დაფინანსების გაზრდას აპირებს, რომლებიც საქართველოს დახმარებას ითვალისწინებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამისთვის“. ამ თანხიდან 26 მილიონი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებზე უნდა დაიხარჯოს, მათ შორის საქართველოზეც, რომელიც დოკუმენტში „შეერთებული შტატების მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად“ არის მოხსენიებული.

ამერიკის მთავრობის მიერ შედგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, „რუსეთის მავნე ზეგავლენის დასაძლევად“, ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე მდებარე ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ასევე გამოყოფილია 308 მილიონი დოლარი.

 

დატოვე კომენტარი