საქართველო 86:69 იორდანია

საქართველოს ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში იორდანიის ნაკრები 86:69 დაამარცხა და ოთხთა ტურნირის ფინალში გავიდა. „თბილისი არენაზე“ გამართული შეხვედრა ილიას ზუროსის გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა და თბილისის თასის მთავარი პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს. საქართველოს ნაკრები ფინალში მონტენეგროს შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ირანის ეროვნულ გუნდს 81:66 სძლია.

საქართველო-მონტენეგროს შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი ხვალ, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ჩვენი გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელი ეტაპია.