თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების კიდევ ერთ ეპიზოდზე იმსჯელა.
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე, პროკურატურის გამომძიებელი დაიკითხა. მან საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და მათი მოპოვების პროცესზე ისაუბრა.
დაცვის მხარის ძირითადი შეკითხვები ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ეხებოდა. გამომძიებლის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მან ორჯერ დაკითხა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დაკითხვაზე ოქრუაშვილს ცოტა დრო ჰქონდა, გამომძიებელმა ყველა შეკითხვის დასმა მოასწარო.